საზღვაო გადაზიდვები


საზღვაო ტრანსპორტი გამოიყენება დიდი მოცულობის ტვირთების გადასაზიდად შორ მანძილზე დაბალი ტარიფით. ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობას საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვები წარმოადგენს. წლების მანძილზე საზღვაო ხაზებთან თუ უცხოურ ლოგისტიკურ კომპანიებთნ ურთიერთობით დაგროვებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას კლიენტს შევთავაზოთ ბაზარზე არსებული საუკეთესო ფასი. კონკურენტუნარიან ფასთან ერთად ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ საზღვაო კონტეინერებით ტრანსპორტირებას სრული და ნაწილობრივი დატვირთვით (FCL/LCL) სწრაფ და ამავდროულად ხარისხიან მომსახურებას. ჩვენს მომსახურებებში შედის:rnrnსაუკეთესო მარშუტის შერჩევა დროისა და თანხების დაზოგვის მიზნით;rnადგილების დაჯავშნა გემზე;rnსაზღვაო ფრახტი;rnდატვირთვის და გადმოტვირთვის პორტებში სატერმინალო მომსახურება;rnტვირთის დასაწყობება/ შენახვა სხვადასხვა პორტებში;rnტრანპორტირებისთვის საჭირო საბუთების მომზადება;rnტვირთის ტრანსპორტირების პერიოდში მუდმივი მეთვალყურეობა და კლიენტის ინფორმირება კონტეინერის მდებარეობის შესახებ.rnrn

სახმელეთო გადაზიდვები


საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვა საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვა ტვირთის მიწოდების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა. იგი მოითხოვს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს და მოდერნიზებულ საავტომობილო საშუალებებს. “ MSZ GEORGIA” გთავაზობთ ტვირთის იმპორტს/ექსპორტს თურქეთის, ცენტრალური აზიის, დსთ-სა და ევროპის ქვეყნებიდან. ასევე შიდა გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენს მომსახურებებში შედის:

ტვირთის მიწოდება კარიდან კარამდე;
ნებისმიერი სახის ტირთის ტრანსპორტირება;
შიდა გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე;

საჰაერო გადაზიდვები


“ MSZ GEORGIA” გთავაზობთ ტვირთის ტრანსპორტირებას საჰაერო გზით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც თავისთავად გულისხმობს ტვირთის მიწოდებას უმოკლესს ვადებში. ჩვენს მომსახურებებში შედის:

ტვირთის მიწოდება კარიდან კარამდე;
საბაჟო-საბროკერო მომსახურება;
ტვირთის დასაწყობება;
აეროპორტებში მოქმედი ტერმინალებით სარგებლობა;

საბროკერო მომსახურება


საქართველოს საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს შემდეგ რეჟიმებს: იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი და დროებითი შემოტანა. “MSZ GEORGIA“ გთავაზობთ თითოეული მათგანის დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარების გაწევას: საექსპორტო დეკლარაცია (EX1); იმპორტის დეკლარაცია; ტრანზიტული ტვირთისთვის საჭირო დოკუმენტაცია (T1); წარმოშობის სერტიფიკატის მომზადება; ტვირთის ჩამოსვლამდე დოკუმენტაციის შემოწმება;

საკონსულტაციო მომსახურება


“MSZ GROUP” შუამავლობას უწევს დაინტერესებულ პირებსა თუ კომპანიებს ნებისმიერი პროდუქციის იმპორტის განხორციელებაში. კომპანია იცავს დამკვეთის ინტერესებს უცხო ქვეყანაში, იმ პრიორიტეტის გათვალისწინებით, რომ მას ჰყავს თავისი წარმომადგენლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხარისხს.