შპს“MSZ GEORGIA”-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად: MSZ GEORGIA უზრუნველყოფს აკადემიის სტუდენტთა პრაქტიკა/სტაჟირება/დასაქმებას, რაც გულისხმობს სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობით უზრუნველყოფას საჭიროებისამებრ.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
პროფეისული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენისათვის პირობების შექმნას;
უზრუნველყოფს სტუდენების პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვას;
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში განიხილავს მათი დასაქმების საკითხს;